კავკასიის ახალგაზრდული კავშირი 5 წლისაა

დამატების თარიღი: 18 February 2018 / 16:23

17 თებერვალს კავკასიის ახალგაზრდული კავშირის წევრებმა, მის დამფუძნებლებთან, სტაჟიორებთან და პარტნიორებთან ერთად ორგანიზაციის 5 წლის იუბილე აღნიშნეს.

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი დაფუძნდა 2013 წლის 17 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების მიერ.

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი სხვდასხვა მიმართულებით საქმიანობს, თუმცა პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპული ღირებულებების საზოგადოებაში გავრცელება, იმპლემენტაცია, ახალგაზრდების პოლიტიკური და სამოქალაქო  კულტურის ამაღლება, არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდების გაძლიერება და ჩართვა საზოგადო აქტივიზმში, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა უმცირესობების უფლებების დაცვა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელისშეწყობა.

ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვპარტნიორობთ მსოფლიო ორგანიზაციებთან, როგორიცაა MASTERPEACE, Let`s Do It, Rotary.

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი წევრია  “სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“, ევროპის საბჭოს  აკრედიტირებული პარტნიორი ორგანიზაციაა, ასევე ორგანიზაციას აქვს ევროპის მოხალისეობრივი სერვისის (EVS)  როგორც გამგზავნი, ასევე მიმღები ორგანიზაციის სტატუსი.

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი თანამშრომლობს 50-მდე საერთაშორისო და 15 ადგილობრივ ორგანიზაციასთან.

კაინექსი მადლობას უხდის ხუთწლიანი თანამშრომლობისთვის  ყველა პარტნიორს, სტაჟიორებს, მოხალისეებს, ადგილობრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებს და განაგრძობს აქტიურ მოღვაწეობას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace