კონფერენცია #GreatMindsMeeting 2019

დამატების თარიღი: 14 September 2019 / 18:00

2019 წლის 9 სექტემბერს #FeelFree (იგრძენი თავისუფლება) თემის ფარგლებში მასტერფისის ცენტრალურმა ოფისმა, განახორციელა კონფერენცია #GreatMindsMeeting 2019, რომელზეც მოწვეული იყვნენ სტუმრები ბიზნესის, არასამთავრობოს, კულტურის და სახელმწიფო სექტორებიდან. შეხვედრაზე განხილული იყო 7 ძირითადი თემა: თავისუფლება; დემოკრატია; თანასწორობა; მიგრაცია და ინტეგრაცია; იდენტობა და პატივისცემა; სიტყვის თავისუფლება; ყალბი სიახლეები, კიბერუსაფრთხოება და კონფიდენციალურობის საკითხები. კონფერენციის ფარგლებში მოაწყო 7 სხვადასვხა ვორქშოპი 7 თემატიკაზე, რომელიც საინტერესო, კრეატიული შედეგებით და პერფორმანსით დასრულდა. კონფერენციას ესწრებოდა ასევე მასტერფისის სხვადასხვა კლუბების წარმომადგენლები საქართველოდან, ბოსნიიდან, უკრაინიდან, გემანიიდან და ალბანეთიდან.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace