მასტერფისის მე-8 გლობალური სამიტი

დამატების თარიღი: 15 October 2019 / 18:58

2019 წლის 7-11 ოქტომბერს “მასტერფის საქართველოს” და “კავკასიის ახალგაზრდული კავშირის” წარმომადგენლები დაესწრნენ მასტერფისის რიგით მე-8 გლობალურ სამიტს. ქალაქ მონასტირში, ტუნისის რესპუბლიკაში. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 62 მონაწილემ მასტერფისის 54 სხვადასხვა კლუბიდან, რომლებიც წარმოადგენენ 38 ქვეყანას. 2019 წლის შეხვედრის მთავარი თემატიკა იყო “ტუნისი, მშვიდობა – დიალოგი”. მასტერფისის გლობალური სამიტი ყოველწლიურად იმართება და ყოველ წელს სხვადასხვა კლუბი და ქვეყანა მასპინძლობს მას. ღონისძიება მოიცავს რამდენიმე დღიან ინტენსიურ შეხვედრებს, ვორქშოფებს, სემინარებს, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას, კამპანიების, კონცეფციების და დაფინანსების შექმნა/მოძიებას. ყოველწლიური სამიტების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ხელი შეუწყოს ახალი პარტნიორობის შექმნას, იყოს შთაგონების წყარო კლუბების ლიდერებისთვის და გააძლიეროს ორგანიზაციების პრაქტიკული შესაძლებლობები. წლევანდელ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დიალოგის გაღრმავებაზე, რომელიც შთაგონებულ იყო ტუნისის გარდამავალი მშვიდობის დამყარების გამოცდილებით, ეროვნული დიალოგის გზით. გარდა ამისა, ღონისძიებამ შესაძლებლობა მისცა კლუბის ლიდერების გაეზიარებინათ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: Digital Storytelling, Social Entrepreneurship, Creating Campaigns, Networking და ა.შ საბოლოოდ გლობალურმა შეხვედრამ კლუბებს საშუალება მისცა განეხილათ კონცეფციების შექმნისა და დაფინანსების შესაძლებლობების ახალი რეგიონალური და გლობალური კამპანიები, რომლებიც საბოლოოდ ეხმიანება სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივ საჭიროებებს.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace