პროექტი “Tell Me About You”

დამატების თარიღი: 03 March 2020 / 17:43

22-29 თებერვალს ჩვენი ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ Upstream Stories მიერ ორგანიზებულ პროქეტში “Tell Me About You”.

“Tell Me About You” არის 3 ეტაპიანი პროექტი, რომლის პირველი ნაწილი-ტრენინგი ჩატარდა დანიაში. მეორე ეტაპი ითვალისწინებდა ადგილობრივი ვორქშოფის ჩატარებას. ხოლო მესამე ეტაპი შემაჯამებელი შეხვედრა შედგა მოლდოვაში.

გთავაზობთ ერთ-ერთი მონაწილის კომენტარს:
“გამარჯობა, მე მარიამი ვარ. მონაწილეობა მივიღე პროექტის “Tell Me About You”_ს სამივე ეტაპში, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩემზე. დანიაში მიღებული ცოდნით და გამოცდილბით თავად შევძელი გამეკეთებინა მსგავსი ვორქშოპი ჩემს ქვეყანაში, რომელშიც ექვსი მონაწილე ჩაერთო. ჩემი ვორქშოპის მონაწილეებმა თავად გამოთქვეს სურვილი იგივე პროექტის ნაწილი გამხდარიყვნენ და მომავალში თავად ეცადათ ბედი ფასილიტატორებად, რაც ვფიქრობ დიდი წინსვლაა.
მოლდოვის შეხვედრა განსაკუთრებული აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან აქამდე დაგროვილ ცოდნას მეტი ინფორმაცია შეემატა, უფრო დეტალურად გავეცანით Digital Storytelling ის მეთოდებს, ასევე წარვადგინე ჩემი ჩატარებული ვორქშოფიც. პროექტის ფარგლებში შევხვდი ძალიან ბევრ საინტერესო ადამინას, რომლებთან ერთადაც მომავალში ვგეგმავ პარტნიორობას.“

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace