სოციალური მეწარმეობის კონკურსი ქალაქ კასპში – ფინალი

დამატების თარიღი: 08 August 2019 / 20:05

5 აგვისტოს ქალაქ კასპში ჩატარდა სოციალური მეწარმეობის კონკურსის მესამე ეტაპი, რომელზეც ახალგაზრდებისგან შემდგარმა ექვსმა გუნდა წარადგინეს საკუთარი სოციალური ბიზნეს იდეები. ჟიურის წევრებმა შეაფასეს თითოეული იდეა და გამოავლინეს ერთი საუკეთესო. მათი შეფასებებით უმაღლესი ქულა დააგროვა ჯგუფმა სახელად „GMT Crafts” (ჯი ემ თი კრაფტსი), მონაწილეები: გიორგი თოფურია, მარიამ ხეჩიკაშვილი და თამარ ჭიღლაძე.

გამარჯვებულ გუნდს კასპის მუნიციპალიტეტის მერია გადასცემს 5000 ლარის ოდენობის გრანტს სექტემბრის თვეში. ჟიურის წევრებმა სოციალური ბიზნეს იდეები შეაფასეს ორი მთავარი კრიტერიუმით. ბიზნეს და სოციალური ასპექტების მიხედვით. კერძოდ ერთი მხრივ, ბიზნეს იდეა შეაფასეს რეალისტურობისა და მდგრადობის კრიტერიუმებით. მეორე მხრივ შეაფასეს მისი დადებითი სოციალური ზეგავლენა კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობაზე.

კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის თითოეულ ჟიურის წევრს მობრძანებისთვის. ამასთანავე გვინდა მადლობა გადავუხადოთ კიდევ ერთხელ კასპის მუნიციპალიტეტის მერიას პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის. გვინდა მივულოცოთ გამარჯვებულ გუნდს მიღწეული წარმატება. ყოველ მონაწილეს კი ვუსურვით წარმატება და დასახული მიზნების მიღწევა.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace