ტრენინგი ბაკურიანში – Digital Storytelling- მეთოდოლოგიის გამოყენებით

დამატების თარიღი: 30 October 2019 / 14:30

ჩვენმა მონაწილემ – ბექა მაყაშვილმა ჩაატარა ტრენინგი ბაკურიანში ციფრული ისტორიის თხრობის მეთოდოლოგიის გამოყენებით, რომელიც შეისწავლა პროექტზე “Sharing Stories, Building Bridges – Digital Storytelling For Promoting Dialogue”. მან სხვებსაც გაუზიარა თავისი ცოდნა ამ მეთოდოლოგიის შესახებ, და სამგორის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით მათ ერთად ჩაატარეს ტრენინგი 50 ახალგაზრდა მონაწილისთვის ბაკურიანში. მონაწილეები დაყოფილი იყვნენ რამდენიმე ჯგუფად, რათა ყველას საკუთარი ინდივიდუალური ვიდეო-ისტორია შეექმნა.

ერთმანეთის გასაცნობი სავარჯიშოების დახმარებით მონაწილეებმა შეძლეს გამოსულიყვნენ კომფორტის ზონიდან და მოეყოლათ საკუთარი პერსონალური ისტორიები ციფრული საშუალებების გამოყენებით. ვიდეო-მონტაჟის პროცესი ყველასთვის საინტერესო აღმოჩნდა.

მონაწილეებმა განავითარეს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარები, და ამასთან ერთად ისწავლეს თავისი უნიკალური ისტორიების მოყოლა კრეატიული და შემოქმედებითი გზების გამოყენებით.

პროექტი ჩატარდა სამგორის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით. სურათებზე საკუთრება ეკუთვნის სამგორის რაიონის გამგეობას.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace