ერასმუს +ის ტრენინგ კურსები ბაკურიანში

დამატების თარიღი: 31 August 2018 / 16:09

კავკასიის ახალგაზრდული კავშირისა და MASTERPEACE საქართველოს ორგანიზებით 29 აგვისტოდან მიმდინარეობს Erasmus + ის ტრენინგ კურსები „ადვოკატირება და მონაწილეობითი ფოტოგრაფია რეგიონებში“. პროექტი ტარდება ბაკურიანში, 7 სექტემბრის ჩათვლით. პროექტის მიზნებია: • ასწავლოს პროექტის მონაწილეებს „მონაწილეობითი ფოტოგრაფიის მეთოდი“ და მისი გამოყენების შესაძლებლობა ახალგაზრდების ჩართულობის გასაძლიერებლად. • გაზარდოს პროექტის მონაწილეებში საინფორმაციო კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICT) გამოყენების შესაძლებლობა. • ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ლიდერებს გაარკვიონ რა არის საზოგადოების საჭიროებები და რა გზით შეიძლება არსებული პრობლემები სმოგვარება.

პროექტში მონაწილეობას იღებს 26 ახალგაზრდა სხვადასხვა ქვეყნიდან : საქართველო, ნორვეგია, დანია, გერმანია, იტალია, სომხეთი, მოლდოვა, პორტუგალია,უკრაინა და ბელარუსია.

პროექტი ხორციელდება გერმანულიორგანიზაცია „სოციალური ხედვა“ -სთან პარტნიორობით. 

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace