დასუფთავების აქტივობა რუსთავში

დამატების თარიღი: 29 April 2022 / 09:01

🔈მოგეხსენებათ, მწვანე მოძრაობა “lets Do It საქართველოს” ხელმძღვანელობით 16 აპრილს, ქალაქ რუსთავში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და ჩვენი მოხალისეების ჩართულობით, დასუფთავდა ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორია.
✅♻️ დასუფთავებისას, უზრუნველვყავით ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, კერძოდ, 100კგ-მდე პლასტმასის ბოთლებისა, რომელიც შპს “პოლივიმში“ ჩავაბრეთ გადასამუშავებლად.
👉🏼 ℹ️ ინფორმაციისთვის, გარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაბინძურებელია პლასტმასის ბოთლი. ეს უკანასკნელი დღეს ყველაზე ფართოდ გამოიყენება და მის სრულად დაშლას 450 წელი სჭირდება. იგი ძალზე სახიფათოა გარემოსთვის, რადგან დიდხანს არ იშლება, სხვა პროდუქტებთან შეხებისას მავნე აირებს გამოყოფს და ნაგავსაყრელზეც დიდ ადგილს იკავებს.
  

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace