
პროექტის განმავლობაში ახალგაზრდებმა საქართველოდან, გერმანიიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და სომხეთიდან ერთად იმუშავეს ჯანსაღი ცხოვრების წესის, მენტალური კეთილდღეობისა და პიროვნული განვითარების საკითხებზე.
არაფორმალური განათლების მრავალფეროვანი მეთოდების დახმარებით მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა მენტალური ჯანმრთელობის, ფიზიკური აქტივობის, ციფრული დეტოქსის, mindfulness-ის, ბუნებასთან კავშირის, არტ-თერაპიისა და ახალგაზრდული აქტივიზმის მიმართულებით. პროექტი მათთვის გახდა ახალი მეგობრობების, გამოცდილების გაზიარებისა და კულტურათაშორისი დიალოგის უნიკალური სივრცე.


პროექტმა მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, უკეთ გაეცნობიერებინათ ჯანსაღი ბალანსის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეემუშავებინათ პრაქტიკული მიდგომები საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

გვჯერა, რომ პროექტის შედეგები და მიღებული ცოდნა მონაწილეებს მომავალშიც დაეხმარება უფრო ჯანსაღი, აქტიური და დაბალანსებული ცხოვრების შექმნაში.
კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის ყველა პარტნიორ ორგანიზაციას, მონაწილესა და პოლონეთის Erasmus+ ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს პროექტის მხარდაჭერისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის.