Erasmus+ პროგრამის ფარგლებში 22 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით ჩეხეთში, ქალაქ ბლანსკოში განხორციელდა ტრენინგ კურსი და მომავალ მეწარმეთა ჰაკათონი “Startup camp: Find your Ikigai” რომელშიც მონაწილეობას იღებდა 30 მონაწილე საქართველოდან, ჩეხეთიდან, სომხეთიდან, ლატიიდან, ხორვატიიდან, იტალიიდან და ბელარუსიიდან.
საქართველოს სახელით პროექტში მონაწილეობდნენ გიორგი აზარიაშვილი, მარიამ კინწურაშვილი და ილონა ჯიქია
ტრენინგ კურსის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გაეგოთ მეტი თვითგანვითრებაზე, პრეზენტაციის სწორად ჩატარებაზე, პროექტის მენეჯმენტზე, მარკეტინგსა და ფინანსებზე. მათ შეისწავლეს და გამოიყენეს ბიზნეს მოდელი canva, რომლის დახმარებითაც შექმნეს და განავითარეს საკუთარი სამეწარმეო იდეები. პროექტის ფარგლებში მოეწყო 24 საათიანი ჰაკათონი, რომლის ბოლოსაც დაჯილდოვდნენ საუკეთესო სტარტაპ იდეების ავტორები.’
პროექტის ფარგლებში მონაწილეები ასევე ესტუმრნენ JIC საერთაშორისო ოფისს ბრნოში, სადაც ისინი გაეცნენ ახალ ინოვაციურ სტარტაპებს და ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც ეს დაწესებულება ნებისმიერ მსურველს სთავაზობს.
პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენდა კონცეფცია „იპოვე შენი IKIGAI”. სხვადსხვა ჯგუფური და ინდივიდუალური სამუშაოებით მონაწილეებს საშუალება მიეცათ უკეთ შეეცნოთ საკუთარი თავი, მისწრაფებები და სამომავლო მიზნები. შემდეგ, კი სწორედ ამ მიზნებზე დაყრდნობით ემუშავათ საკუთარ სტარტაპ იდეებზე.
კავკასიის ახალგაზრდული კავშირი მადლობას უხდის ორგანიზატორებს @proactive network გაწეული შრომისთვის. ჩვენ განვაგრძობთ სამომავლო პარტნიორობას!