Erasmus+ Youth Exchange “Open Your Mind–Emotional Intelligence for Intercultural Awareness”

დამატების თარიღი: 05 April 2022 / 16:03

რას ნიშნავს თქვენთვის ემოციური ინტელექტი? როგორია განვითარებული ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანი? რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს საზოგადოება ემოციური ინტელექტის ნაკლებობამ?

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე საპასუხოდ ბაკურიანში 23 მარტიდან 1 აპრილამდე შვიდი ქვეყნის ახალგაზრდები შეიკრიბნენ, ესენია: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, გერმანია და ხორვატია. პროექტი „გახსენი გონება – ემოციური ინტელექტი ინტერკულტურული ცნობიერებისთვის“ სოციო-ემოციური სწავლების და არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით ჩატარდა. 

მონაწილეებმა ერთი კვირის განმავლობაში გამოიკვლიეს საკუთარი ემოციური ინტელექტი და ერთად განავითარეს ისეთი სოციო-ემოციური უნარები, როგორებიცაა ემოციების მართვა, პატივისცემა, ემპათია, აქტიური მოსმენა, კონფლიქტის მართვა, სოციალური ცნობიერება, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზება, კრიტიკული აზროვნება, ურთიერთობების დამყარება, მიზნების დასახვა და გადაწყვეტილებების მიღება. 

ინტერკულტურული გაცვლითი პროექტები ამ უნარების განსავითარებლად განსაკუთრებულ შესაძლებლობას იძლევა. მონაწილეებმა ერთმანეთის თანადგომით, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით, ინკლუზიური მიდგომით შეძლეს არსებული კულტურული და ენის ბარიერების გადალახვა და სასწავლო მიზნების მიღწევა. 

თითოეული ქვეყნის გუნდმა პროექტის განმავლობაში მოამზადა და ჩაატარა საკუთარი ვორქშოპი, რომლებიც ერთ ბუკლეტში გაერთიანდება და პროექტის განმავლობაში გამოყენებულ სხვა მასალებთან ერთად ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსდება. 

პროექტი ჩატარდა კავკასიის ახალგაზრდული კავშირის და MED13 ორგანიზაციის თანამშრომლობით, ერასმუს+ პროგრამის მხარდაჭერით. 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace