Let`s Do It საქართველოს დასუფთავების აქციები გორში, თბილისში და წინწყაროში

დამატების თარიღი: 19 September 2017 / 17:31

 

2017 წლის 17 სექტემბერს მასტერფისის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისისა და Let`s Do It საქართველო -ს მხარდაჭერით ქალაქ გორში, თბილისში და წინწყაროში, მოხალისეებმა  მოაწყეს დასუფთავების აქციები, რომელშიც ჩართული იყო  ადგილობრივი მოსახლეობა.

ღონისძიება ეძღვნებოდა გარემოს დასუფთავების საერთაშორისო დღეს, რომელსაც Let`s Do It -ი აღნიშნავს მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში.  ბოლო ერთი წლის განმავლობაში   Let`s Do It საქართველოს ღონისძიებების ფარგლებში 2 ტონამდე ნარჩენი იქნება შეგგროვებული და გადაყრილი.  საბოლოო დასუფთავების აქცია Let`s Do It World -ის ფარგლებში გაიმართება 2018 წლის 15 სექტემბერს, რომელშიც მსოფლიო მოსახლეობის 5 % იქნება ჩართული.

Let`s Do it საქართველოს მიზანია 2018 წლის 15 სექტემბრისთვის ყველა ქალაქში და სოფელში ერთდროულად მოეწყოს დასუფთავების აქციები, რომელშიც მოსახლეობის მინიმუმ 5 % იქნება ჩართული, რაც მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. ერთად შევძლებთ საქართველოს და მსოფლიოს დასუფთავებას ნარჩენებისგან.

Let`s Do It საქართველო მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციებს და ყველა მოხალისეს აქტიური  ჩართულობისთვის.

 

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace