LIVE კონცერტი

დამატების თარიღი: 05 November 2020 / 18:47

ალბათ უყურეთ ჩვენს LIVE კონცერტს, რომელიც 25 ოქტომბერს Leno Studio-ში მარიამ დოკვაძესთან, teen club ახალგაზრდებთან და რეზო და ბავშვებთან ერთად გაიმართა.
სანამ აღნიშულ პროექტზე ჩვენს ემოციურ და საინტერესო ვიდეოს დაგაწევთ, მოკლედ მოგიყვებით ACT-ის შესახებ.
პროექტი ACT ხელოვნების დახმარებით აერთიანებს, აძლიერებს ნიჭიერ ახალგაზრდებს და შთააგონებს მათ, რომ ხელოვნება უნიკალური საშუალებაა მშვიდობისა და პოზიტიური მესიჯების გასავრცელებლად.
სწორედ, ამ მიზნით ჩატარდა 25 ოქტომბრს კონცერტი, რომელიც ACT-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ასევე, ღონისძიების განმავლობაში, განხილულიქნა ორგანიზაციის საქმიანობისა და იმ შესაძლებლობის შესახებ, რომლებსაც ახალგაზრდებისთვის ვქმნით.
მართალია, რომ არა კოვიდ-19 აღნიშული კონცერტი უფრო გრანდიოზული იქნებოდა და ჩვენს ახალგაზრდებსაც ექნებოდათ შესაძლებლობა გამგზავრებულიყვნენ ჰოლანდიაში და იქ შეესრულებინათ ყველასთვის საყვარელი რეპერტუარები, მაგრამ აღნიშულ ვითარების გათვალისწინებით ჩვენ გვიხარია, რომ ამ გზით შეგვიძია გავაძლიეროთ ახალგაზრდა შემსრულებლები.
დასკვნის სახით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ ღონისძიების ჩატარებაში..

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace