Meeting with Municipality Representers of Marneuli

დამატების თარიღი: 26 March 2022 / 16:17

📢მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: მერის მოადგილე თემურ შუბითიძე და სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდული სამსახურის სპეციალისტები;
🔵შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები: შავმიანის სათემო განათლების ცენტრი, წითელი ჯვარი, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, წითელ სოფლის ახალგაზრდული ცენტრი და მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების წარმომადგენელი ოლგა ენდელაძე.
🟡აღნიშნულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ მარნეულის ახალგაზრდობის გამოწვეევბზე, რომელთაგანაც გამოიკვეთა: უმუშევრობა, ახალგაზრდული აქტივიზმის ნაკლებობა, ეკოლოგიური პრობლემები, ენის ბარიერი და სხვა. ვიმსჯელეთ მათი მოგვარების გზებზე და სამომავლოდ ერთობლივი აქტივობები დავგეგმეთ.
🔵მერის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ ჩვენი გუნდი ესტუმრა მარნეულის დემოკრატიულობის ცენტრს, სადაც გავეცანით მიმდინარე პროექტებს, ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნულ ცენტრთან ერთადაც დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.
🟡ახალგაზრდული ინიცატივა დარჩი მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაცია PACE, აღნიშნული პროექტის წარმატებით მიმდინარეობისთვის.
☑️პროექტის მხარდამჭერია Estonian Development Cooperation Agency.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace