Meeting with Municipality Representers of Tetritskaro

დამატების თარიღი: 08 March 2022 / 16:25

📣პროექტი “ნაბიჯი წინ” წარმატებით განაგრძნობს გათვალისწინებულ აქტივობებს
🔵ამჯერად შეხვედრა გაიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, რომელსაც ესწრებოდნენ: ჩვენი მხარდამჭერი ორგანიზაცია PACE, კავკასიის ახალგაზრდული კავშირის გუნდი, ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, თეთრიწყაროს მერიის წარმომადგენელი გიორგი წიკლაური და მუნიციპალიტეტის სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის წარმომადგენლები.
🟡აღნიშნულ შეხვედრაზე განვიხილეთ ინიციატივა “დარჩი” და პროექტი “ნაბიჯი წინ”, პროექტის მიზნები, ამოცანები და აქტივობები რომელიც იგეგმება თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში.
🔵შეხვედაზე ვისაუბრეთ ახალგაზრდების გამოწვევებსა და საჭიროებებზე. მუნიციპალიტეტში ყველაზე პრიორიტეტულია დასაქმების ხელშეწყობა და ახალგაზრდეგბისათვის სამუშაო ადგილების შექმნა, რათა შემცირდეს ახალაგზრდების მიგრაცია და “ტვინების გადინება”, როგორც მუნიციპალიტის, ისე ქვეყნის მაშტაბით.
🟡ამას გარდა, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა სხვადასხვა საგანმანათლებლო და გარემოსდასცვითი ინიციატივა, რომელიც მარტიდან ეტაპობრივად განხორციელდება ადგილობრივი ახალგაზების ჩართულობით.
🔵მუნიციპალიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ ვეწვიეთ თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრს, სადაც გაგვაცნეს მიმდინარე პროექტები და გაგვიზიარეს გამოცდილება. ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, თუ რა გამოწვევები აქვთ ადგილობრივ ახალაგზრდებს და რაზე მუშაობა შეუძლიათ ორგანიცაზიებს მათ მხარდასაჭერად
🟡ახალაგზრდული ინიციატივა “დარჩი” მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაცია PACE-ს, აღნიშნული პროექტის წარმატებით მიმდინარეობისთვის.
➡️პროექტის მხარდამჭერია Estonia Development Cooperation Agency.



პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace