Sharing Stories-Building Bridges – ვორქშოფი გორში

დამატების თარიღი: 22 November 2019 / 14:18

16-19 ნოემბერს ჩვენმა ერთ-ერთი პროექტის მონაწილემ გორში ადგილობრივი ვორქშოფი ჩაატარა Digital Storytelling მეთოდოლოგიის გამოყენებით. ნინო კოშორიძემ, ახალგაზრდულმა მუშაკმა ეს მეთოდოლოგია აგვისტოში ჩვენს პროექტზე ისწავლა – “Sharing Stories, Building Bridges – Digital Storytelling For Promoting Dialogue”. მან გაუზიარა თავისი ცოდნა სხვა აქტიურ ახალგაზრდებს და მათ ერთად შეძლეს ეს მეთოდოლოგია უფრო ფართოდ გაევრცელებინათ გორში. ნინომ და ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთმა მოხალისემ ანა პაპელიშვილმა შეკრიბეს 12 მონაწილე და ასწავლეს როგორ შეექმნათ ციფრული ისტორიები თავიანთი პერსონალური ისტორიების მოსაყოლად.

პირველ დღეს მათ ვიდეოებზე მუშაობა დაიწყეს რამდენიმე გასახურებელი თამაშით, რათა უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და უფრო კომფორტულად ეგრძნოთ თავი, სანამ საკუთარ ისტორიას გაუზიარებდნენ ერთმანეთს. ვიდეოს კეთების პროცესი იყო ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც საინტერესო აღმოჩნდა ყველასთვის. ბოლო დღეს მათ ჩაატარეს შექმნილი ციფრული ისტორიების ჩვენება და აღნიშნეს მათი შრომის საბოლოო შედეგი.

მონაწილეებმა ისწავლეს არა მხოლოდ ვიდეოების შექმნა, არამედ კომფორტის ზონიდან გამოსვლა უცხო ჯგუფთან და საკუთარი ინდივიდუალური და უნიკალური ისტორიების მოყოლა.

პროექტი დაფინანსებულია Swedish Institute-ის მიერ.

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace