7 მაისს გაიმართა სამოტივაციო ვებინარი “რატომ დარჩი?” გურამ თათეშვილთან ერთად
ვებინარზე გვქონდა შესაძლებლობა დაგვესვა კითხვები, გვეუსაუბრა მოტივაციაზე, წარმატებაზე, პროფესიებზე და მოგვესმინა გურამის გამოცდილების შესახებ
ვებინარის განმავლობაში გაჟღერდა ფრაზები, რომლის გაზიარებითაც შესაძლებელია მოტივაციის ამაღლება, ინსპირაციის პოვნა და მიზნისკენ სვლის გაგრძელება
გარდა ამისა, გურამმა გაგვიზიარა 3 რჩევა ახალგაზრდებს: 1. ვისწავლოთ და გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა; 2. გამოვიყენოთ 1/10 -ის პრინციპი, შემოსავლიდან 1/10 გადავდოთ, შევინახოთ და ასე უფრო მშვიდად და სტაბილურად ვიცხოვრებთ; 3. ვაკონტროლოთ ეგო, ნუ გვგონია რომ ყველაფერი ჩვენს ირგვლივ ტრიალებს და ყოველთვის ყველაზე ჭკვიანები ვართ ოთახში.
ასევე გვირჩია შემდეგი მიმართულებებით კომპეტენციების ამაღლება და დასაქმება: პროგრამირება,
Advertising, E-marketing, E-commercial, IT. რადგან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფეროებია და კადრების დეფიციტია ამ მიმართულებებით.
საბოლოო ჯამში, ვებინარმა ჩაიარა ძალიან პროდუქტიულად; ჩვენ კიდევ გაგიზიარებთ დეტალებს ვებინარიდან და ასევე გავაგრძელებთ ვებინარების სერიას
დარჩით ჩვენთან და გვადევნეთ თვალი