შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტში

დამატების თარიღი: 27 May 2022 / 08:39

📣 მიმდინარე წლის 24 მაისს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტ “იმოქმედე გარემოსთვის” (ACT FOR ENVIRONMENT) ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
📍 შეხვედრა განხორციელდა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან თენგიზ ჩიტაშვილთან, მოადგილეებთან და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღავენელებთან.
➡️ შეხვედრაზე, რომელსაც ესტონელი პარტნიორები ესწრებოდნენ, განვიხილეთ ერთობლივად მიღწეული შედეგები და აქიტოვობები, რომლებიც განვახორციელეთ 2021 წლის აგვისტოდან დღემდე, ასევე, ვისაუბრეთ სამომავლო იდეებზე და თანამშორმლების გზებზე.
👉 Let’s Do It საქართველო გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად ავამაღლოთ მოსახლეობის ცნობიერება ეკოლოგიურ გამოწვევებზე და პრობლემების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით
🎯 შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი აქტივობები და პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
Პროექტი ხორციელდება ესტონეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭრით.
Let’s Do It საქართველო მადლობას უხდის ესტონელ სტუმრებს, Let’s Do It – ის დამფუძნებელს და დირექტორს ანელი ოჰვრილს, ორგანიზაციის პრეზიდენტს ჰეიდი სოლბას, მოწვეულ ექსპერტებს კერლი ლაურს და ბილა პირს გვერდში დგომისთვის! 🙏

პარტნიორები

erasmus+
salto-youth
open society georgia foundation
masterpeace